უდიდესი გამარჯვება
|
უდიდესი დამარცხება
|
ცნობილი ფეხბურთელები
პელე - პელე (პორტ.
Pelé), ნამდვილი სახელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ. 23 ოქტომბერი, 1940[10][11], ტრეშ-კორასოინსი, ბრაზილია)
— ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც მრავალი სპეციალისტის, ფეხბურთელისა და გულშემატკივრის
მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. 1999 წელს ფეხბურთის ისტორიისა
და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) დაასახელა „საუკუნის ფეხბურთელად“.
პელეს პირველი საერთაშორისო მატჩი 1957 წლის 7 ივლისს შედგა „მარაკანას“ სტადიონზე,
რომელიც ბრაზილიამ არგენტინასთან წააგო, ანგარიშით 2–1. თავისი გუნდიდან ერთადერთი
გოლი სწორედ პელემ გაიტანა; ამ დროს ის 16 წლისა და 9 თვის იყო და ყველაზე ახალგაზრდა
ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საერთაშორისო მატჩში გოლი გაიტანა.
რონალდო -რონალდო ლუის
ნაზარიო დე ლიმა (პორტ. Ronaldo Luís Nazário de Lima; 18 სექტემბერი, 1976) — ყოფილი
ბრაზილიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1] ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული
ოქროს ბურთი — 1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია,
რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით
მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება.
No comments:
Post a Comment