კარნავალი - ცნობილი სამბას კარნავალი რიო–დე–ჟანეიროში ყოველწლიურად ტარდება. მასში სამბას სკოლები იღებენ მონაწილეობას. ითოეული სკოლა თეატრალიზებულ წარმოდგენას მართავს კონკრეტულ სიუჟეტზე, რომელიც რომელიმე თემას ეხმაურება: პოლიტიკას,ბუნებას,სპორტს, ხელოვნებას, მუსიკას....სკოლა წარმოადგენს თავის სიმღერას, კერავს კოსტუმებს, დგამს ცეკვებს... თითოეული სკოლა კარნავალისათვის მზადებისას საშუალოდ ერთ მილიონ დოლარს ხარჯავს.
კარნავალი იწყება თებერვლის თვეში და გრძელდება აღდგომამდე 40 დგის განმავლობაში, ამ დროს ბრაზილიას მილიონობით ტურისტი სტუმრობს. კარნავალი იმართევბა ბრაზილიის დიდ ქალაქებში,მათგან ყველაზე ცნობილია რიოს კარნავალი...იქ ჩასული ტურისტები დიდ სიამოვნებას ღებულობენ, როდესაც კარნავალს ესწრებიან.
იტაპოა |
ბრაზილიის სამზარეულო -ბრაზილიაში ტრადიციულად ხორცს ამზადებენ
დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთის დამატებით. ზეითუნის ზეთით კაზმავენ სალათებს. აქაური
კერძები ძალიან ცხარე და მარილიანია – ეს კანონზომიერიცაა ცხელი კლიმატის პირობებში. იტაპოა – კიბორჩხალის პუდინგი ბრაზილიური
სამზარეულოს ნამდვილი სიამაყეა. მას უკავშირდება ერთი საინტერესო ფაქტი - როდესაც ბრაზილიის
მეფე ამ კერძს მიირთმევდა, ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეებსაც კი გადადებდა
ხოლმე. პუდინგის შემადგენლობაში შედის კიბორჩხალის ხორცი, რძეში დამბალი პური, სიმინდის
სახამებელი და სხვადასხვა ბოსტნეული.
No comments:
Post a Comment